Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლაპარაკებებში ირანის წარმომადგენელი: ისრაელის აგრესია ადასტურებს, რომ აშშ-ს ან ნება, ან უნარი არ გააჩნია ვალდებულებების შესასრულებლად

ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, აშშ-თან მოლაპარაკებაში თეირანის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებაზე მოჰამად ყალიბაფი შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ მოჰსინ ნაყვისთან ერთად. 18 მაისი, 2026 წელი
ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, აშშ-თან მოლაპარაკებაში თეირანის მთავარი წარმომადგენელი მოლაპარაკებაზე მოჰამად ყალიბაფი შუამავალი ქვეყნის, პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრ მოჰსინ ნაყვისთან ერთად. 18 მაისი, 2026 წელი

აშშ-თან მოლაპარაკების შედეგად ვაშინგტონი და თეირანი სამშვიდობო შეთანხმებას მიუახლოვდნენ ისე, რომ მოსალოდნელი იყო ხელმოწერა 14 ივნისს მომხდარიყო. ამ ინფორმაციის გავრცელების ფონზე ისრაელის არმიამ 14 ივნისს ბეირუთის სამხრეთ გარეუბანი დაბომბა.

ლიბანის თანახმად, ამ იერიშის შედეგად სულ მცირე, სამი ადამიანი იქნა მოკლული.

აშშ-თან მოლაპარაკებებზე ისლამური რესპუბლიკის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, მოჰამად ბაღერ ყალიბაფმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ ისრაელის აგრესია ადასტურებს, რომ „აშშ-ს ან ნება, ან უნარი არ გააჩნია ვალდებულებების შესასრულებლად“.

ირანის წარმომადგენლის თანახმად, „ისრაელისთვის „მწვანე შუქის“ მიცემით დათმობების მიღება შეუძლებელია“. „კარგი პოლიციელისა და ცუდი პოლიციელის ფორმულა მოძველებულია. თუ შესრულების ნება და უნარი არ გაქვს, ამ გზით სიარული შეუძლებელია,“ წერს ყალიბაფი.

14 ივნისს ისრაელის სამხედრო ძალებმა ჰეზბოლას (აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულადაა შერაცხილი მისი სამხედრო ფრთა) სამიზნეები დაბომბეს, ნათქვამია ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ერთობლივ განცხადებაში.

მათი განცხადების თანახმად, თავდასხმა ჰეზბოლას მიერ ისრაელის ტერიტორიისთვის ცეცხლის გახსნის საპასუხოდ განხორციელდა.

ირანი აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმებაში ირანი ლიბანში ისრაელის აგრესიის შეჩერებას ერთ-ერთ პირობად თვლის.

ფორუმი

XS
SM
MD
LG