Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა და პუტინმა ტრამპის 80 წლის იუბილეს დღეს სატელეფონო საუბარი გამართეს უკრაინის და ირანის ომებზე

(არქივი)
(არქივი)

კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კვირას, 14 ივნისს ტრამპის 80 წლის იუბილეს დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგას, დონალდ ტრამპს, დაურეკა და უკრაინასა და ირანში მიმდინარე ომები და ვაშინგტონის ელჩების რუსეთში მომავალი ვიზიტი განიხილა.

„საუბარი აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის შემუშავებასთან დაკავშირებულ სიტუაციას შეეხო. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეთანხმება ახლოსაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს კრემლის თანაშემწემ იური უშაკოვმა.

უშაკოვმა ასევე თქვა, რომ „მოხდა შეთანხმება, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, რომლებიც ამჟამად ირანის საქმეებში აქტიურად არიან ჩართულნი, მალე ჩავლენ რუსეთში“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG