Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

15-17 ივნისს “დიდი შვიდეულის” სამიტი იმართება საფრანგეთში

„დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის დროშები
„დიდი შვიდეულის“ და ევროკავშირის დროშები

„დიდი შვიდეულის“ სამიტი ერთ-ერთი პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეკრება იქნება მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა თებერვლის ბოლოს ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება, და ამასთან ტრანსატლუნტური ურთიერთობები ერთობ დაძაბა.

საფრანგეთის პრეზიდენტის სამსახურის თანახმად, პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც 15-17 ივნისს ევიანში სამიტს მასპინძლობს, განაცხადა, რომ ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარის და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერები ახლო აღმოსავლეთის ომის განსახილველად მიიწვიეს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისისთან კულუარებში მოლაპარაკებებს გამართავს, განაცხადა კვირას ეგვიპტის პრეზიდენტმა. ისინი ისაუბრებენ „საერთაშორისო გეოპოლიტიკური კრიზისების მოგვარების გზების განხილვაზე და მათი ვაჭრობაზე, ენერგეტიკასა და მიწოდების ჯაჭვებზე ზემოქმედების მოგვარებაზე“.

საუდის არაბეთის პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა, განაცხადა, რომ ის სამიტს ვერ ესწრება ადრე დაგეგმილი შეხვედრების გამო, იტყობინება საუდის არაბეთის პრესის სააგენტო (SPA).

„დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, კანადის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, იაპონიისა და აშშ-ის ლიდერები, ასევე მოწვეული ლიდერები რამდენიმე სხვა ქვეყნიდან, მათ შორის ბრაზილიიდან და ინდოეთიდან.

მაკრონი ევიანში კვირა საღამოს ჩავა, ორშაბათს კი სხვა ლიდერებს, მათ შორის ტრამპს, ელოდებიან.

ლიდერებს დატვირთული დღის წესრიგი ექნებათ პოტენციურად ფეთქებადი საკითხებით, რომელთა შორისაა ირანში ომის დასრულება და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG