Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი: კიევ-პეჩერის ლავრას Patriot-ი მოხვდა, დოვჟენკოს კინოსტუდიაში დრონებს ამზადებდნენ

15 ივნისს კიევზე რუსეთის მასირებული შეტევისას ხანძარი გაუჩნდა მიძინების ტაძარს კიევ-პეჩერის ლავრაში
15 ივნისს კიევზე რუსეთის მასირებული შეტევისას ხანძარი გაუჩნდა მიძინების ტაძარს კიევ-პეჩერის ლავრაში

კიევზე რაკეტებითა და დრონებით მასირებული შეტევის შემდეგ რუსეთმა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა პასუხისმგებლობა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე დარტყმასა და ხანძარზე, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდია კი დრონების წარმოების ადგილად მოიხსენია.

თავის მხრივ, უკრაინა საერთაშორისო თანამეგობრობისგან მოითხოვს ადეკვატურ რეაგირებას რუსეთის „ბარბაროსობაზე".

  • რუსეთის ჯარებმა კიევზე მასირებული შეტევა 15 ივნისს მიიტანეს. დაიღუპა სულ მცირე 5 მშვიდობიანი მოქალაქე და 30-ზე მეტი დაშავდა.
  • სახლების, ადმინისტრაციული შენობების, კერძო კომპანიების ოფისების და სამუზეუმო კომპლექსის დაზიანების გარდა, ხანძარი გაჩნდა იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობად გამოცხადებულ კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარში.
  • უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, დაზიანდა დოვჟენკოს სახელობის კონუსტუდიაც, სადაც ხანძარმა კოსტიუმების კოლექცია გაანადგურა.
  • მსხვერპლის და ნგრევის გამომწვევი მასირებული შეტევა იყო ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქებზეც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 15 ივნისს დილით გამოაცხადა, რომ „კიევის რეჟიმის ტერაქტების პასუხად“(მოსკოვი ასე უწოდებს რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინის შეტევებს) კიევში, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკში დაარტყეს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტებს და რამდენიმე სამხედრო აეროდრომს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა დარტყმის სამიზნე ათამდე საწარმოს ჩამონათვალი. ამ სიაშია დრონების წარმოების და გამოყენებისთვის მოსამზადებელი საამქრო, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, კიევში, დოვჟენკოს სახელობის კინოსტუდიის ტერიტორიაზეა.

რაც შეეხება კიევ-პეჩერის ლავრას, რუსეთმა დარტყმაზე პასუხისმგებლობა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემას დააკისრა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ლავრის შენობების კომპლექსზე დარტყმა იყო ამერიკული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, „პეტრიოტის“ რაკეტით და ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა, ის იყოს, რომ „დასავლეთის სახელმწიფოებმა კიევის რეჟიმს ვადაგასული რაკეტები გადასცეს“.

უკრაინა რუსეთის ამ განცხადებას კატეგორიულად უარყოფს.

კიევ-პეჩერის ლავრის ეროვნული ნაკრძალის დირექტორ მაქსიმ ოსტაპენკოს ინფორმაციით, მიძინების ტაძარს რუსული დრონი მოხვდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმას უწოდა რუსეთის დანაშაული ქრისტიანული კულტურის წინააღმდეგ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმით „პუტინმა თავისი სახელი სამუდამოდ ჩაწერა ისტორიაში ყველაზე საშინელი ბარბაროსების სიაში“. უკრაინამ საერთაშორისო თანამეგობრობისგან მკაცრი რეაგირება მოითხოვა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG