ის, რომ მან პოზიცია შეიცავდა ამ დრომდე ცნობილი არ ყოფილა, 3-წლიანი პირობითი მსჯავრის სანაცვლოდ საპროცესო გარიგებაზე მისი უარის შესახებ ინფორმაცია, პროკურორმა ვაჟა თოდუამ გაავრცელა. წინა სხდომა სწორედ იმიტომ გადაიდო, რომ ალბუთაშვილს საპროცესო გაჰფორმებოდა.
სხდომაზე სიტყვით ისარგებლა ზაქრო ალბუთაშვილმა.
"მივმართავ ქართველ კაცებს, ჩვენს ქალებს უკვე მოადგნენ… ამ ე.წ. ხელისუფლებამ ორი გზა დამიტოვა ან გავხდე პავლიკ მოროზოვი და ვაღიარო ის, რაც არ ჩამიდენია, ან ციხეში სიკვდილი - მე ავირჩიე ციხეში სიკვდილი. ამ წუთიდან ვიწყებ შიმშილობას, სანამ ჩვენი დროის გმირი პატიმარი ელენე ხოშტარია არ გათავისუფლდება, ვაგრძელებ და მოვკვდები შიმშილით, წამმზომი ჩაირთო. მე არ მინდოდა დამოკლეს მახვილი ვყოფილიყავი დღეს და ახლა ვიქნები დამოკლეს მახვილი თქვენთვის, სანამ ჩემს თანამებრძოლებს დააჩაქუჩებთ", - თქვა ალბუთაშვილმა.
რა ხდება ხოშტარიას თავს
17 ივნისს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, „დროას“ ("კოალიცია ცვლილებისთვის" შემავალი პარტია) თავმჯდომარის, ელენე ხოშტარიას ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ რუსთავის ციხეში მყოფი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა და მას მკურნალობა სჭირდება.
18-თვიანი პატიმრობა პლაკატზე წარწერის გამო
24 მარტს ოპოზიციური პარტია „დროას“ ლიდერს, ელენე ხოშტარიას, რომელიც თბილისის მერის კახა კალაძის საარჩევნო ბანერის „დაზიანებაში“ იყო ბრალდებული, მოსამართლე გიორგი არევაძემ 1 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა.
ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის.
„მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“.
პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო.
4 ოქტომბრის საქმის სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ექვსი პირის საქმეზე მიმდინარეობს სხდომა.
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ია დარახველიძეს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას მოსამართლე გიორგი გელაშვილმა განაჩენი უნდა გამოუტანოს.
ექვსივეს ბრალად ედებოდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
ამ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა რვა მათგანს - ევა შაშვიაშვილს, ალექსანდრე გოგოლაძეს, გოჩა ყატაშვილს, სულხან აბრალავას, რამაზ ჯორბენაძეს, ჯანდრი თირქიას, გენადი კელიხაშვილს და დათო ღურწკაიას საპროცესო შეთანხმება გასულ კვირას გაუფორმდათ.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ფორუმი