რუსული დრონებით შეტევა იყო სუმის ოლქზე. საოლქო პროკურატურის ტელეგრამ-არხზე 22 ივნისს დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, შოსტკის რაიონში დრონით დარტყმა იყო მრავალსულიანი ოჯახის სახლზე. დაიღუპნენ 13 წლის ბიჭი, მისი 36 წლის მამა და 73 წლის ბებია. დაიჭრა ოჯახის სამი წევრი, მათ შორის ორი ბავშვი.
ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ქალაქ ზაპოროჟიეში, სადაც რუსული დრონით დარტყმა იყო კერძო სახლზე. დაჭრილთა შორისაა 11 წლის ბიჭი.
დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ნიკოპოლის, კრივოი-როგის, სინელნიკოვის და პავლოგრადის რაიონებში დაზიანებული და დამწვარია რამდენიმე კერძო და მრავალბინიანი სახლი, მაღაზია და ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაიჭრა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 21 ივნისს ღამით ბალისტიკური რაკეტა „ისკანდერით“ შეტევა იყო ოდესის რაიონში მდებარე აგროსაწარმოზე. დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი. დანგრეულია საწარმოს საწყობი. დამწვარია საავტომობილო ტექნიკა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 22 ივნისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 21 ივნისის ღამიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერი“ და 88 უპილოტო საფრენი აპარატით.
ადგილობრივი დროით დილის ცხრის ნახევრისთვის დადასტურებული იყო 79 დრონის მოგერიება და რაკეტით და 5 დრონით პირდაპირი დარტყმა ექვს ადგილზე.
ფორუმი