Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები გია მურღულია და დავით ქართველიშვილი გახდნენ

დავით ქართველიშვილი და გია მურღულია მაუწყებლის ბორდის წევრები გახდნენ.
დავით ქართველიშვილი და გია მურღულია მაუწყებლის ბორდის წევრები გახდნენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ვაკანტურ პოზიციებს ორი ახალი წევრი დაიკავებს - გია მურღულია და დავით ქართველიშვილი.

გია მურღულია ბორდის წევრი ხდება „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წარდგინებით, ხოლო დავით ქართველიშვილი - საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით, „ხალხის ძალის“ წარდგინებით.

მათ კანდიდატურებს კენჭი პლენარულ სესიაზე 23 ივნისს უყარეს და დაამტკიცეს.

მურღულია, - რომელიც ფილოლოგია, - აქამდეც იყო მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი.

დავით ქართველიშვილი ანტიდასავლური „ხალხის ძალის“, - „ქართული ოცნების“ განაყოფის წარმომადგენელი იყო.

ამასთან, ფრაქციას „საქართველოსთვის“ წარდგენილი ჰყავდა სამი კანდიდატი: თეონა გეგელია, ელისო გაბადაძე და თეიმურაზ კეკელიძე.

თუმცა მათ საჭირო 76 ხმა ვერ მოაგროვეს, რის გამოც ბორდის წევრობის ერთი პოზიცია ვაკანტური დარჩა.

სპიკერ შალვა პაპუაშვილის თქმით, ფრაქციას „საქართველოსთვის“ 2026 წლის პირველი ივლისიდან ერთი კანდიდატის დასახელება შეეძლება და პარლამენტი მას უყრის კენჭს.

სამეურვეო საბჭოს სამ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურებოდა: ზაზა აბაშიძე და ბონდო მძინარაშვილი საბჭოში ოპოზიციის კვოტით მოხვდნენ, გია მურღულია კი საპარლამენტო უმრავლესობამ შეარჩია.

მათი შემცვლელების შესარჩევად კონკურსი პარლამენტის თავმჯდომარემ 2 ივნისს გამოაცხადა.

1 ივლისიდან წესები იცვლება

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა პარლამენტში დააინიციირეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 101 მილიონი ლარით დაფინანსებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვეებს ღია კონკურსით აღარ შეარჩევენ.

11-კაციან სამეურვეო საბჭოში მეურვეებს 6-წლიანი ვადით ირჩევენ.

მათ შესარჩევად პარლამენტის თავმჯდომარე ღია კონკურსს აცხადებდა - ამ ვაკანსიით დაინტერესებული ადამიანები ავსებდნენ განაცხადს. შემდეგ ეტაპზე სპეციალურად შექმნილი საკონკურსო კომისია მართავდა კანდიდატებთან გასაუბრებას და მათ ქულებით აფასებდა.

კონკურსი ცხადდება მხოლოდ იმ კანდიდატის შესაცვლელად, რომელსაც ან უფლებამოსილების ვადა ეწურება, ან საკუთარი სურვილით ტოვებს თანამდებობას. კანდიდატის ამორჩევის უფლება კი იმ სუბიექტს აქვს, რომლის მიერ დასახელებული მეურვეც ტოვებს საბჭოს.

საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი იღებს ხმათა უმრავლესობით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG