Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლოტკინის დასახლებაში ატრაქციონი ბავშვს დაეცა, მან მძიმე დაზიანება მიიღო

ლოტკინის დასახლება
ლოტკინის დასახლება

მესამე დღეა კლინიკაში რჩება 14 წლის მოზარდი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ ნაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში ატრაქციონი დაეცა. მან მძიმე დაზიანებები მიიღო.

კიშინიოვის N24-თან მდებარე სკვერში ბოლო სარეაბილიტაციო სამუშაოები 2024 წლის მარტში დასრულდა.

„ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 40 000 ლარი დაიხარჯა“, - წერდა გამგეობა სოციალურ ქსელში.

თბილისის მერიაში ამბობენ, რომ კონსტრუქცია „ყველა სტანდარტის დაცვით“ იყო განთავსებული. მუნიციპალიტეტი სხვა მოზარდების პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს:

„ატრაქციონით სარგებლობდა რამდენიმე მოზარდი, რომლებმაც დააზიანეს კონსტრუქცია და წაქცეული ატრაქციონი მოპირდაპირე მხარეს მჯდომ მოზარდს დაეცა“.

22 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე, გაუფრთხილებლობის მუხლით.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო სივრცეში, დედაქალაქში განთავსებულ პარკებში ბავშვები მძიმე დაზიანებებს იღებენ:

  • 2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში შადრევნის რეაბილიტაციის დასრულების მეორე დღეს, შადრევანში ჩასულ 13 წლის მარიტა მეფარიშვილს დენმა დაარტყა. ის მიღებული დაზიანებებით გარდაიცვალა;
  • 2025 წლის 31 იანვარს „რიყის დოქების“ ტერიტორიაზე 16 წლის ბიჭი დაიხრჩო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG