„ყველა სომეხს, რომლებიც მხარს უჭერენ ფაშინიანს, უნდა აეკრძალოს რუსეთის ფედერაციაში შემოსვლა. სამუდამოდ“, - განაცხადა მან „რასია 1-ის“ ეთერში.
„იმიტომ, რომ თუკი მხარს უჭერს ფაშინიანს, ეს ნიშნავს, რომ მხარს უჭერთ რუსოფობიას. თუ მხარს უჭერთ რუსოფობიას, ესე იგი, გძულთ რუსეთი. ესე იგი, დაგავიწყდათ გრიბოედოვი“, - განაცხადა მან.
„როგორც წმინდა სისხლის სომეხი, გამოვდივარ მოწოდებით, რომ ფაშინიანის მომხრეებს, - ანუ რუსეთის მოძულეებს, უმადურ ქმნილებებს, რომლებმაც მას ხმა მისცეს - სამუდამოდ აეკრძალოთ შემოსვლა ჩემს მშობლიურ ქვეყანაში, რუსეთში“, - თქვა მარგარიტა სიმონიანმა.
- სომხეთმა 2022 წლის ბოლოდან ქვეყანაში შესვლა აუკრძალა რუსეთის პროპაგანდისტული ტელეარხის, Russia Today-ს მთავარ რედაქტორს, მარგარიტა სიმონიანს.
- მარგარიტა სიმონიანმა, ფაშინიანის სიტყვების კომენტირებისას, 2023 წელს სომხეთის პრემიერ-მინისტრს უწოდა „გადაჯიშებული“, „სომეხი ხალხის მოღალატე“, რომელსაც „სძულს რუსეთი და ატყუებს პუტინს“.
- 2026 წლის 12 იანვარს კი კრემლის კიდევ ერთი პროპაგანდისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის გამონათქვამის გამო სომხეთში რუსეთის ელჩს საპროტესტო ნოტა გადასცეს.
- ბოლო პერიოდში რუსეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დაძაბულია - სომხეთის მიერ საგარეო პოლიტიკაში დასავლეთისკენ ინტეგრაციის ღია სურვილის გაჩენის შემდეგ.
ფორუმი