26-27 ივნისის ღამით აშშ-ის სამხედრო ძალებმა გამოაცხადა, რომ ირანს „მძლავრი პასუხის“ სახით დაარტყა კომერციულ გემზე თავდასხმის გამო, რომელიც ჰორმუზის სრუტეში გადიოდა 25 რიცხვში.
აშშ-ის თვითმფრინავებმა ირანის რაკეტებისა და დრონების შესანახ ობიექტებსა და სანაპირო რადარულ სადგურებს შეუტიეს, ნათქვმაია პუბლიკაციაში.
მოგვიანებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც თავდასხმა ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევად გამოაცხადა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ირანის სამეხდროებმა საპასუხოდ დაარტყეს „აშშ-ის ძალებთან დაკავშირებულ სამიზნეებს“.
გუშინ, 26 ივნისს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეირანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულა. მან განაცხადა, რომ ირანის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მყოფი გემების წინააღმდეგ გაუშვეს მინიმუმ ოთხი დრონი, რომელთაგან ერთ-ერთი სატვირთო გემის ზედა გემბანს მოხვდა.
ტრამპი, სავარაუდოდ, წერდა 25 ივნისს ომანის სანაპიროსთან მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც მონაწილეობდა ტაივანის გემი Ever Lovely, რომელიც სინგაპურის დროშით ცურავს. როგორც იტყობინებიან, გემი ჰორმუზის სრუტეში მოძრაობდა მარშრუტზე, რომელიც არ დაუმტკიცებია ირანს და მას „უცნობი ობიექტი“ მოხვდა.
ფორუმი