„ემოციები გვერდზე გადავდოთ“თქვა ანდრიი სიბიჰამ პარასკევს, როცა შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან, რადოსლავ სიკორსკისთან, კიევის მიერ სამხედრო ნაწილისთვის “უკრაინის მეამბოხე არმიის” (UPA) სახელის მინიჭების გადაწყვეტილების გამო რამდენიმე კვირიანი დაძაბულობის შემდეგ.
„ჩვენ გვაქვს საკმარისი სიბრძნე, ჩვენი საერთო ისტორიიდან მიღებული გაკვეთილები და პოლიტიკური ნება, რათა დავასრულოთ აპლოდისმენტები მოსკოვში, რომელიც ხარობს ორ უახლოეს მეზობელს შორის ნებისმიერი მზარდი დაძაბულობით“, - განაცხადა სიბიჰამ X-ში შეხვედრის შემდეგ.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ კიევმა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის აღსასრულებლად ისტორია უნდა გაიაზროს.
„არ არსებობს ევროპული საზოგადოება შერიგების გარეშე და არ არსებობს შერიგება... მტკივნეულ ისტორიასთან შერიგების გარეშე", - თქვა ტუსკმა.
ზოგიერთი უკრაინელი "უკრაინის მეამბოხეთა არმიის" მებრძოლებს საბჭოთა კავშირისა და ნაცისტური გერმანიისთვის გაწეული წინააღმდეგობის გამო გმირებად და კიევის მხრიდან მოსკოვისგან დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის სიმბოლოდ მიიჩნევს.
UPA ასევე მონაწილეობდა ვოლინის მასობრივ მკვლელობებში მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, როცა პოლონეთის ვერსიით, უკრაინელმა ნაციონალისტებმა დაახლოებით 100 ათასი პოლონელი მოკლეს. ათასობით უკრაინელი დაიღუპა საპასუხო ხოცვა-ჟლეტისას.
ფორუმი