რუსეთის არმიამ 13 ივლისს, დღისით იერიში მიიტანა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურაზე - აცხადებს ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი. იგი წერს, რომ ტოგოს რესპუბლიკის დროშით მცურავ, მინერალური სასუქით დატვირთულ კომერციულ ხომალდზე გაჩნდა ხანძარი, რამაც იმსხვერპლა ეკიპაჟის ხუთი წევრი, დაშავებულია კიდევ ცხრა ადამიანი.
სამოქალაქო პირებს შორის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
დარტყმის სამიზნე გახდა ასევე საექსპორტო ტერმინალი Kernel-ი, რის გამოც ის იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა. ბლოკირებულად, დაზიანებულად ან დაკარგულად ითვლება 45 ათასი ტონა ხორბალი და ცხრა ათასი ტონა მზესუმზირის ზეთი.
მანამდე, ორშაბათს დილით, რუსეთის არმიამ დარტყმა მიიტანა ოდესის ოლქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. ერთ-ერთ ავტოპარკზე იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა ექვს ავტობუსს, დაშავდა ოთხი ადამიანი.
ფორუმი