Reuters-ის სააგენტო ირანის სასამართლო სისტემის საინფორმაციო სააგენტო „მიზანზე“ დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ ისლამურ რესპუბლიკაში სიკვდილით დასაჯეს კაცი, რომელსაც უსაფრთხოების ძალების წევრის მკვლელობა ჰბრალდებოდა.
ინციდენტი მოხდა 2022 წელს პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის სიკვდილის შემდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლების დროს.
უფლებამოსილი ჯგუფები აცხადებენ, რომ ხელისუფლება ხშირად ეყრდნობა წამების შედეგად მიღებულ იძულებით აღიარებით ჩვენებებს მომიტინგეების გასამართლებლად. ირანი უარყოფს ბრალდებას.
2022 წლის ამ მოძრაობას, რომელიც ქურთი ახალგაზრდა ქალის სიკვდილს მოჰყვა პოლიციაში დაკავების დროს, ეწოდა „ქალი, სიცოცხლე თავისუფლება“.
მაჰსა ჟინა ამინი თეირანში პოლიციამ დააკავა მუსლიმური თავსაფრის არასათანადო ტარებისთვის. შემდეგ ის გაუგებარ ვითარებაში გარდაიცვალა.
მოძრაობის შედეგად ბევრმა ქალმა ირანში უფრო გაბედულად დაიწყო მუსლიმური სავალდებულო თავსაფრის ტარებაზე უარის თქმა.
ფორუმი