ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ ასევე თქვა, რომ ცვლილებები აუცილებლად მოხდება. მის თანახმად, არასდროს „მიგრძნია ასეთი პასუხისმგებლობა, თუნდაც სამთავრობო თანამდებობებზე“.
მან მადლობა გადაუხადა ვეტერანებს და სამხედროებს ფრონტისა და ღირსების შენარჩუნებისთვის.
„დიალოგი არსებობს. მე მჯერა, რომ ყველაფერი გამოვა“ -დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ოლექსანდრ სირსკის თანამდებობიდან გადადგომას განიხილავს.
ამ კვირის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტმა თანამდებობიდან გაათავისუფლა თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, რამაც კიევსა და რამდენიმე სხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გამოიწვია.
მისი გადადგომის შემდეგ, თავად ფედოროვმა მკაცრად გააკრიტიკა სირსკი. ფედოროვმა განაცხადა, რომ მან შესთავაზა სირსკის და გენერალური შტაბის უფროსის ანდრეი გნატოვის შეცვლა.
ფორუმი