„CENTCOM-ის ძალებმა წარმატებით დაარტყეს ირანის სამხედრო სანაპირო-სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვის ობიექტებს, საზღვაო შესაძლებლობებს, ასევე რაკეტებისა და დრონების საცავებს, რათა კიდევ უფრო შეასუსტონ ირანის სამხედრო შესაძლებლობები“, - აცხადებს აშშ-ის ცენტრალური სარდლობა.
როგორც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი აცხადებს, ამის საპასუხოდ ქუვეითში სამხედრო ბაზებზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს.
აშშ-მა გუშინ, 18 ივლისს გამთენიისასაც დაარტყა ირანის ცენტრალური და სამხრეთ ირანის არაერთ ნაწილს, მათ შორის - გამანადგურებელი თვითმფრინავების გამოყენებით. ირანმა კი გააგრძელა თავდასხმები სპარსეთის ყურეში აშშ-ის მოკავშირეებზე.
ჰორმუზის სრუტე ბოლო დროს მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში იყო. სრუტე მსოფლიოს ბაზარზე ნავთობის გატანისთვის უმნიშვნელოვანესი გზაა.
ირანმა ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა და თვეების განმავლობაში მტრების წინააღმდეგ ზეწოლის ბერკეტად იყენებდა.
ის ივნისში, აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების შემდეგ, დროებით ხელახლა გაიხსნა, თუმცა თეირანმა გასულ კვირას განაცხადა, რომ სრუტე კვლავ დაიხურება, „სანამ აშშ არ დაასრულებს თავის აგრესიას“.
შეერთებულმა შტატებმა ასევე განაახლა ირანის ნავსადგურების ბლოკადა.
ტრამპი დაიმუქრა, რომ დაარტყამს ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებს, თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაბრუნდება.
გასული კვირიდან მოყოლებული, აშშ-ის განახლებულმა თავდასხმებმა ირანში.
ფორუმი