საქმე ეხება ამერიკასა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივი შეთანხმების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს აშშ-ის მხარდაჭერას საუდის არაბეთის სამოქალაქო ატომური ენერგეტიკის განვითარებაში.
CNN-თან საუბარში ექსპერტებმა თქვეს, რომ საუდის არაბეთთან ამ საკითხზე გარიგებამ ისე, რომ მას არ მოეთხოვოს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დამატებითი პროტოკოლის ხელმოწერა, პოტენციურად შეიძლება გზა გაუხსნას ელ-რიადის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვებას. პროტოკოლი ითვალისწინებს IAEA-ის ინსპექტორების უფლებამოსილებების გაფართოებას ისეთი შესაძლო ბირთვული ობიექტების შესამოწმებლად, რომლებიც არ არის დეკლარირებული.
ადრე საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბენ სალმანმა განაცხადა, რომ თუკი ირანი ბირთვულ იარაღს შექმნის, საუდის არაბეთიც იზრუნებს მის მოპოვებაზე.
CNN-ის ცნობით, აშშ-მა და საუდის არაბეთმა 2025 წლის შემოდგომაზე დაასრულეს ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები, მაგრამ დოკუმენტისთვის ჯერ არ მოუწერია ხელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს. ტელეარხის წყაროების ცნობით, შეყოვნების ერთ-ერთი მიზეზია ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის ომის დაწყება.
ფორუმი