ადვოკატი, რომელიც თავადაც იყო ამ ქორწილში დაპატიჟებული ერთ-ერთი სტუმარი, ამბობს, რომ ქალზე ხელის დარტყმის ამსახველი კადრების გადაღებამდე, უცხო ქვეყნის მოქალაქე გიორგი ჭიღლაძეს „სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება“. ლაშა კაპანაძე ამბობს, რომ გიორგი ჭიღლაძე (სიძის ძმა) პროვოკაციის მსხვერპლია და თავადაც დაზარალებულია.
რა მოხდა თელავის სასტუმროში - ადვოკატის ვერსია
ლაშა კაპანაძის მონაყოლის მიხედვით, კონფლიქტური სიტუაცია სასტუმროს მესამე სართულზე მყოფმა რუსულად მოლაპარაკე უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმრებმა შექმნეს, რომლებიც ახალდაქორწინებულ წყვილს მიმართავდნენ შეძახილით - Горька (კოცნა):
„ხალხმა არ მიაქცია ყურადღება, აღნიშნულზე გაღიზიანდნენ და დაიწყეს მე-3 სართულიდან სითხეების გადმოსხმა და ფურთხება ქორწილის სტუმრების მიმართულებით. გადმოსხმული სითხე ასევე ჩაისხა ვერანდაზე არსებულ მუსიკალურ აპარატში, რის შედეგადაც აპარატი გამოვიდა მწყობრიდან და მუსიკა შეწყდა“.
ადვოკატის თქმით, ვერანდიდან მესამე სართულზე მყოფ ადამიანებს მოუწოდეს, რომ შეეწყვიტათ ეს ქმედება და შესულიყვნენ შიგნით, დახმარება სთხოვეს სასტუმროს ადმინისტრაციასაც, რისი დაპირებაც მიიღეს:
„აგარანის მამული“ აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვისთანავე გამოიძახეს პოლიცია, ინციდენტის შემდეგ კი ქალის დასახმარებლად - სასწრაფო დახმარების ჯგუფი, რომელმაც ქალი კლინიკაში გადაიყვანა:
„Agarani Estate სიამოვნებით მასპინძლობს სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და განსხვავებული კულტურული თუ ეროვნული წარმომავლობის მქონე ადამიანებს“.
„დაახლოებით 10-15 წუთში მე-3 სართულიდან კვლავ დაიწყეს სითხის გადმოსხმა და ფურთხება. აღნიშნულზე მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა განაცხადა, რომ ასეთ შეურაცხმყოფელ პირობებში მუშაობის გაგრძელება არ შეეძლო და დატოვა იქაურობა“.
ლაშა კაპანაძე იხსენებს, რომ სიძის ძმა, გიორგი ჭიღლაძე ამის შემდეგ ავიდა მესამე სართულზე და მათ ინგლისურ ენაზე უთხრა, რომ „ასე მოქცევა არ შეიძლებოდა და მათ ფაქტობრივად ჩაშალეს მისი ძმის ქორწილი“. მისი სიტყვებით, ქალი რუსულ ენაზე კომუნიკაციას მოითხოვდა, ჭიღლაძე კი ამბობდა, რომ დაელაპარაკებოდა მხოლოდ ქართულად ან ინგლისურად.
„რაზეც ქალი გახდა უფრო მეტად აგრესიული, გიორგი ჭიღლაძეს სწვდა ყელში და მიაყენა დაზიანება. გიორგი ჭიღლაძემ ხელი გააშვებინა და მიაძახა You fucking wh**e (შე ბო*ო)“.
ადვოკატის თქმით, სწორედ ამის შემდეგ არის გადაღებული ის კადრები, რომლებიც სოციალური ქსელით გავრცელდა:
„ამასობაში ოთახში მყოფი სხვა ქალებიც გამოვიდნენ. ერთ-ერთს ტელეფონი ეკავა და თან ვიდეოს იღებდა...
წამიერად კვლავ გაგრძელდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც სასტუმროს ოთახში მყოფმა ქალმა ორივე ხელი მიარტყა გიორგი ჭიღლაძეს გულ-მკერდის არეში, რაზეც გიორგი ჭიღლაძემ განიცადა ტკივილი.
გიორგი ჭიღლაძემ მოგერიების მიზნით მოიქნია მარჯვენა ხელი და იმ ქალს იდაყვი მოარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ქალი დაეცა“.
გიორგი ჭიღლაძეს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება
პოლიციამ სიძის ძმა ენ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დააკავა - ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებისთვის სამ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.
დაკავების შემდეგ ჭიღლაძე გურჯაანის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მისთვის ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ.
ფორუმი