19 ივლისს ხარკოვის გარეუბანში საფოსტო ტერმინალზე დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ იტყობინება ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი.
უკანასკნელი ინფორმაციით დაშავდა, 20 ადამიანი, რომელთაგან რამდენიმე მძიმე მდგომარეობაშია.
18-19 ივლისის ღამეს რუსეთის ჯარებმა უკრაინაში კიდევ რამდენიმე ლოგისტიკურ ობიექტს შეუტიეს. კიევში, სადაც მასშტაბური სარაკეტო იერიში განხორციელდა, დაარტყეს კომპანია „ნოვა პოშტას“. კიევის ოლქის ბუჩის რაიონში იერიში მიიტანეს საწყობზე. „უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, საქმე ეხება „ანტელს“, უკრაინის ერთ-ერთ უდიდეს ლოგისტიკურ ცენტრს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც განაცხადა, რომ დაბომბეს ეს ობიექტი, მაგრამ ხარკოვში დარტყმაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
18 ივლისს უკრაინულმა დრონებმა რუსეთში კომპანია Wildberries ორ დიდ საწყობზე მიიტანეს იერში - კოტოვსკში, ტამბოვის ოლქში, და ელექტროსტალში, მოსკოვის ოლქში. რვა ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. კიევმა დარტყმები იმით ახსნა, რომ Wildberries-ის მეშვეობით ხორციელდება ფრონტისთვის გამიზნული სამხედრო დანიშნულების საქონლის, კერძოდ დრონების კომპონენტების, მიწოდება.
ფორუმი