11:18 - პროკურორმა სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ 5 000-ლარიან გირაოს მოითხოვენ. ადვოკატებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.
11:21 - გიორგი ჭიღლაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება და ემუქრება სამ წლამდე პატიმრობა. დღევანდელ სხდომაზე უნდა გადაწყდეს აღკვეთის ღონისძიების ფორმა.
11:23 - ეთანხმებით თუ არა ბრალს? - ეკითხება მოსამართლე.
გიორგი ჭიღლაძე: თუ მაქვს უფლება პოზიცია არ დავაფიქსირო, გამოვიყენებ ამ უფლებას.
ადვოკატები ეხმარებია და ამატებენ, რომ იმ პოზიციაზე რჩება, რაც დაკითხვის ოქმში წერია. ანუ ფაქტს აღიარებს.
11:25 - თელავში მომხდარი ინციდენტის გამო სამართალდამცავებმა გიორგი ჭიღლაძე დააკავეს. გამოძიება მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში, ქორწილის მიმდინარეობისას სასტუმროში დამსვენებელმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა სასტუმროს ნომრის აივნიდან შეურაცხყოფა მიაყენეს ქორწილში მყოფ პირებს და წყალი დაასხეს აპარატურას, რის შემდეგაც ბრალდებულმა ფიზიკური დაზიანება მიაყენა უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალს. დაშავებული, შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, კლინიკაში გადაიყვანეს.
ფორუმი