11:25 - პროკურორი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი გახდა ურთიერთშელაპარაკება. დაზარალებულ ქალს მოტეხილი აქვს ცხვირი და აქვს თავის შერყევა.
“ჩადენილია ძალადობრივი განზრახი კატეგორიის დანაშაული”, - აცხადებს პროკურორი.
ის მოითხოვს გირაოს და ასრულებს შუამდგომლობას. “არასაპატიმრო გირაო”, - აზუსტებს ის. ეს ნიშნავს, რომ იქამდე სანამ 5000 ლარს არ გადაიხდის, გიორგი ჭიღლაძე იზოლატორს ვერ დატოვებს.
11:27 - გიორგი ჭიღლაძემ, გუშინ, 21 ივლისს გამოაქვეყნა წერილი იზოლატორიდან, სადაც ამბობს; მე გიორგი ჭიღლაძე ამჟამად ვიმყოფები გურჯაანის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ჩემი ადვოკატები მარიამ დურგლიშვილი და ლაშა კაპანაძე მაწვდიან ყველა ინფორმაციას. მადლობას გიხდით გვერდში დგომისათვის. ვიბრძოლებ და ბოლომდე დავიცავ ჩვენს ღირსებას.
ვწუხვარ, რომ ამ ქალბატონმა დაზიანება მიიღო, მაგრამ ამის განზრახვა არ მქონია. ყველა ადამიანს შეიძლება კონფლიქტის დროს ჩადენილ ნებისმიერ უნებლიე ქმედებაც კი ძვირად დაუჯდეს ამიტომ, გთხოვთ და ყველას მოგიწოდებთ: ეცადეთ, არ წამოეგოთ პროვოკაციას და ნუ იმოქმედებთ თქვენი შეურაცხყოფით გამოწვეული წამიერი აღელვების ნიადაგზე.
11:29 - ახლა პოზიციას დაკავებულის ადვოკატები აფიქსირებენ. მარიამ დურგლიშვილის თქმით, გიორგი ჭიღლაძე კანონთან კონფლიქტი არასდროს ყოფილა, არ დგას მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
“დაზარალებულის მეგობრებიც კი ერთმანეთისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ, განსხვავებულად აღწერენ მომხდარს”.
ადვოკატის განმარტებით, ქორწილის არც ერთი სტუმარი და დაკავებულის ოჯახის წევრი არ ესწრება სასამართლოს, რადგან ისინი ამ საქმის მოწმეები არიან.
ადვოკატების თქმით, სხდომის დასრულებისთანავე გირაოს გადაიხდიან.
ლაშა კაპანაძის თქმით, გირაოს მიზანი არ უნდა იყოდ “ბრალდებულების თავისუფლების გამოსყიდვა”.
“არ ვეთანხმები დაპატიმროს და გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან უნდა გათავისუფლდეს. გირაოს ვეთანხმებით”, - ამბობს ლაშა კაპანაძე.
ფორუმი