Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვას

 (საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

ფრანგმა კანონმდებლებმა 21 ივლისს დაამტკიცეს 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ მედიაზე წვდომის აკრძალვა, რადგან მთელ მსოფლიოში იზრდება შეშფოთება სოციალური მედიის არასრულწლოვანთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზემოქმედების გამო.

საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანა ხდება, რომელშიც ავსტრალიის შემდეგ, სადაც დეკემბერში 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის Facebook-ის, Snapchat-ის, TikTok-ისა და YouTube-ის მსგავს პლატფორმებზე მსოფლიოში პირველი აკრძალვა ამოქმედდა.

პარლამენტის ორივე პალატამ - სენატმა და ეროვნულმა ასამბლეამ - აკრძალვა სამშაბათს მიიღეს.

პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, რომელმაც აპრილში ახალგაზრდებს მოუწოდა, გამორთონ ტელეფონები და წაიკითხონ, რათა უკეთესი მოქალაქეები გახდნენ, სურს, რომ კანონი მომავალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის ამოქმედდეს.

ახალი კანონმდებლობით, 15 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 სექტემბრიდან სოციალური მედიის ანგარიშის გახსნის უფლება არ ექნებათ. სოციალური მედიის პლატფორმებს კიდევ ოთხი თვე ექნებათ უკვე გახსნილი ანგარიშების დასახურად. პლატფორმებს ასევე დასჭირდებათ საფრანგეთის კონფიდენციალურობის მარეგულირებელი ორგანოს მიერ დამტკიცებული ასაკის დადასტურების გამოყენება.

სოციალური მედიის პლატფორმები, ზოგადად, ეწინააღმდეგებიან საყოველთაო აკრძალვებს და საგანგებოდ აღნიშნავენ", რომ მათ უკვე აქვთ ზომები ახალგაზრდა მომხმარებლების დასაცავად, რომელთა შორისაა ასაკობრივი შეზღუდვებიც.
თუმცა, მათ ასევე დადეს პირობა, რომ დაიცავენ იმას, რაზეც მთავრობები აკრძალვებს დააწესებენ.
ევროკომისია მუშაობს საკუთარ რეგულაციებზე, რათა შეზღუდოს სოციალური მედია მთელ ევროპაში ახალგაზრდების დასაცავად და ასევე განიხილავს, შეესაბამება თუ არა საფრანგეთის კანონპროექტი არსებულ ევროპულ კანონმდებლობას.


ფორუმი

XS
SM
MD
LG