Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დენის მიწოდების აღდგენა დაიწყო, ვადგენთ ავარიის ზუსტ მიზეზებს - ელექტროსისტემა

„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს“, - წერია დაახლოებით 01:30 საათზე გავრცელებულ განცხადებაში
„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს“, - წერია დაახლოებით 01:30 საათზე გავრცელებულ განცხადებაში

სახელმწიფო ელექტროსისტემა აცხადებს, რომ ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ქვეყნის მასშტაბით გათიშვის მიზეზს ჯერ არ ასახელებს.

„დღეს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებისთვის ეტაპობრივად, უმოკლეს ვადაში სრულად აღდგება“, - აცხადებს სახელმწიფო კომპანია.

„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობროვ აღუდგა მცხეთა-მთიანეთის რეგიონს და თბილისის დიდ ნაწილს“, - წერია დაახლოებით 01:30 საათზე გავრცელებულ განცხადებაში.

„პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“, - აცხადებს ელექტროსისტემა.

მოგვიანებით, 02:00 საათისთვის ელექტროსისტემამ ასევე განაცხადა:

„ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა თბილისში: დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს. ასევე ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს.

პარალელურად მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მივაწოდებთ ინფორმაციას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG