Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი სანქციებს უწესებს ირანელ მოსამართლეებს და კიბერჯგუფის წამყვან პირს

კაია კალასი
კაია კალასი

ევროკავშირმა ირანელი მოსამართლეების წინააღმდეგ ახალი შემზღუდავი ზომები დააწესა ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევების გამო, განაცხადა 24 ივლისს ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა კაია კალასმა.

კალასის თანახმად, სანქციები დაუწესდა ასევე ირანის კიბერჯგუფის წამყვან ფიგურას, რომელიც, მისი თქმით, რეჟიმის მიერ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საქმის მონაწილეა.

“როცა თეირანი აძლიერებს შიდა რეპრესიებს, ევროკავშირი განაგრძობს, პასუხი მოსთხოვოს შესაბამის პირებს”, - განაცხადა კალასმა სოციალურ მედიაპლატფორმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.


კალასმა არ დააკონკრეტა, ვის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები.


ფორუმი

XS
SM
MD
LG