Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანტონიუ გუტერეში: ტანკერზე ჰუთების თავდასხმა ესკალაციის "ამჟამინდელი ციკლის გაღრმავების საფრთხეს ქმნის“

საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

გაეროს გენერალური მდივანი „ღრმად შეშფოთებულია“ მას შემდეგ, რაც იემენის ჰუთებმა წითელ ზღვაში ნავთობის ტანკერებზე თავდასხმა განახორციელეს, განაცხადა პარასკევს ანტონიუ გუტერეშის პრესმდივანმა, ახლო აღმოსავლეთის ომში ახალი ფრონტის გაჩენის შიშის ზრდის ფონზე.

"კომერციულ გემებზე თავდასხმა, რაზე პასუხისმგებლობაც ჰუთებმა აიღეს, რეგიონში
დაძაბულობის კიდევ უფრო გაძლიერებისა
და ესკალაციის ამჟამინდელი ციკლის გაღრმავების საფრთხეს ქმნის“, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

„იემენში შემდგომი საომარი მოქმედებები ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს და სერიოზულ ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და გარემოსდაცვით შედეგებს გამოიწვევს როგორც რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.“

ჰუთების - რომელთაც თეირანი უჭერს მხარს - თავდასხმებს მოჰყვა შეერთებული შტატების მხრიდან ირანზე ახალი დარტყმები.

თებერვლის ბოლოს, ირანზე აშშ-ის და ისრაელის თავდასხმის შემდეგ, დაიწყო ირანის ომი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დროებით შეჩერდა აპრილში. აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის შუამავლობით მიღწეულ მემორანდუმზე ხელმოწერის შემდეგ, რასაც ომის საბოლოო დასრულებისთვის უნდა მიეცა ბიძგი, საომარი მოქმედებები განახლდა და ირანის თანახმად, აშშ-ის საპასუხოდ, ის თავს ესხმის სპარსეთის ყურის ქვეყნებს და აშშ-ის სამხედრო ობიექტებს რეგიონში.

ვითარების გამწვავების შედეგად ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG