Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო ადასტურებს, რომ დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნატოს მეთაურობით გაშვებულმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს

(საილუსტრაციო ფოტო)
(საილუსტრაციო ფოტო)

ნატოს საჰაერო სარდლობამ 24 ივლისს - პარასკევს - დაადასტურა, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნატოს სარდლობისა და კონტროლის ქვეშ მყოფმა მოკავშირეთა გამანადგურებლებმა დრონი ჩამოაგდეს.

რუმინეთის ხელისუფლებამ პარასკევს განაცხადა, რომ F-16 გამანადგურებელმა ჩამოაგდო დრონი, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში შევიდა.
რუმინეთის არმიის გამანადგურებელმა F-16-მა რაკეტით ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული უპილოტო საფრენი აპარატი. 24 ივლისს უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონზე, რომელიც რუმინეთს ესაზღვრება, რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა მიმდინარეობდა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული დრონი დაბა პადინის მახლობლად, დაუსახლებელ რაიონში ჩამოაგდეს.

ნატომ განაცხადა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ალიანსი მჭიდრო კონტაქტშია რუმინეთის ხელისუფლებასთან.


ფორუმი

XS
SM
MD
LG