რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კვირის შემთხვევ მესამე ასეთი ინციდენტია ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში.
„დრონი უსაფრთხოდ ჩამოაგდეს სულინადან ჩრდილო-აღმოსავლეთით 12 კმ-ის მანძილზე, ეროვნულ საჰაერო სივრცეში, ტერიტორიულ წყლებს ზემოთ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
რუმინეთი, რომელიც უკრაინასთან 650-კილომეტრიან სახმელეთო საზღვარს იზიარებს, აცხადებს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლიდან, და როცა დუნაის მეორე ნაპირზე მდებარე უკრაინულ პორტებზე შეტევები გააძლიერა, რუსეთის დრონებმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაახლოებით 30-ჯერ დაარღვიეს.
რუმინეთის არმიის F-16-მა რაკეტით ჩამოაგდო ქვეყნის საჰაერო სივრცეში შესული უპილოტო საფრენი აპარატი პირველად
24 ივლისს.
ნატომ 24 ივლისს დაადასტურა, რომ რუმინეთის საჰაერო სივრცეში ნატოს სარდლობისა და კონტროლის ქვეშ მყოფმა მოკავშირეთა გამანადგურებლებმა დრონი ჩამოაგდეს.
ფორუმი