Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის დასახლებული პუნქტების ნაწილი კვლავ წყლისა და ელექტროენერგიის გარეშეა

სანაპირო ყირიმში, 2026 წლის ივლისი
სანაპირო ყირიმში, 2026 წლის ივლისი

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დასახლებული პუნქტების ნაწილი - მათ შორის, სამხრეთის სანაპიროზე - ელექტროენერგიის გარეშეა. "კრიმენერგო" ენერგოობიექტებზე დრონებით მიტანილ იერიშებზე ავრცელებს ინფორმაციას.

ყირიმში რუსეთის ოპერატიული შტაბი აცხადებს წყლის მიწოდების შეწყვეტაზეც, ალუშტის, სიმფეროპოლის, სუდაკისა და სხვა დასახლებულ პუნქტებში.

ღამით ანექსირებულ სევასტოპოლსაც შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება. რუსეთის მიერ დანიშნულმა სევასტოპოლის ხელმძღვანელმა, მიხაილ რაზვოჟაევმა დაწერა, რომ ეს იყო "იძულებითი ზომა", რათა არ გადაიტვირთოს ელექტროგადამცემი ხაზები ქალაქის გარეთ და არ მოხდეს ავარია. მოგვიანებით მან განაცხადა, რომ ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა მომხმარებელთა უმრავლესობას.

"თუმცა ყირიმის ენერგოსისტემაში სიმძლავრის დეფიციტი რჩება, ამიტომ შეუძლებელია შეზღუდვებისთვის სრულად გვერდის ავლა" - წერს იგი.

უკრაინის არმია ბოლო თვეებში აქტიურად უტევს ანექსირებული ყირიმის ნავთობის ობიექტებს, სატრანსპორტო ხაზებს და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურას. ნახევარკუნძულის დასახლებული პუნქტები რეგულარულად რჩება შუქის, წყლისა და კავშირის გარეშე. ყოველდღე ვრცელდება ცნობები დარტყმის ობიექტებად ქცეულ ახალ სამიზნეებზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG