Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა გააუარესა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი

ცენტრალურმა ბანკმა გააუარესა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი. 2026 წლის 27 ივლისი
ცენტრალურმა ბანკმა გააუარესა რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი. 2026 წლის 27 ივლისი

რუსეთის ბანკმა გააუარესა 2026 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და დაუშვა შესაძლებლობა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი საერთოდ არ გაიზარდოს. განახლებული პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკა გაიზრდება 0–1 პროცენტით - მოსალოდნელი 0,5–1,5 პროცენტის ნაცვლად. ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ინფლაციის პროგნოზი - ახლა ის 6–7 პროცენტია, უწინ იყო 4,5–5,5 პროცენტი.

რუსეთის ბანკის თავმჯდომარე ელვირა ნაბიულინამ პროგნოზის გადასინჯვა ახსნა მოთხოვნა-მიწოდების შეფასების ცვლილებით, საგარეო პირობებით, საბიუჯეტო პოლიტიკითა და ინფლაციის საფრთხეებით. მისი თქმით, გაზაფხულზე მარეგულირებელი უწყება იმედოვნებდა საწარმოო სიმძლავრის უფრო სწრაფ აღდგენას, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.

ნაბიულინამ ასევე აღნიშნა, რომ საწვავზე ფასების ზრდა უკვე აისახება საქონლის და სერვისების ფართო სპექტრის ღირებულებაზე - თუმცა ცენტრალური ბანკი ამ ფაქტორს დროებით მოვლენად განიხილავს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG