Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: ტრამპი სამშაბათს თეთრ სახლში მიიღებს ზელენსკის და ნეთანიაჰუს

დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი
დონალდ ტრამპი, აშშ-ის პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 28 ივლისს თეთრ სახლში მიიღებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს. შეხვედრები ცალ-ცალკე გაიმართება და მიეძღვნება რუსეთის უკრაინასთან ომს და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას - იუწყება CNN-ი თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

ტელეარხის წყაროთა ინფორმაციით, ნეთანიაჰუსთან შეხვედრაზე ტრამპს სურს განიხილოს ირანთან ომის შედეგები, ლიბანთან მოლაპარაკების მიმდინარეობა და "აბრაამის შეთანხმებების" გაფართოების შესაძლებლობა. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი აღიარებს, რომ მასსა და ნეთანიაჰუს შორის უთანხმოება რჩება ირანის საკითხზე - თუმცა მათი პოზიციები ერთმანეთთან "საკმაოდ ახლოსაა".

გავრცელებული მოლოდინით, ზელენსკისთან შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება დაეთმობა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის შესახებ. "დროა ეს ომი დასრულდეს", - აცხადებს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

მანამდე, 27 ივლისს, ტრამპმა კომენტარი გააკეთა ზელენსკის სიტყვებზე, რომელთა თანახმადაც, რუსეთი ირანს გადასცემს სადაზვერვო მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ბაზების შესახებ. "არ ვფიქრობ, რომ ისინი ამას აკეთებენ, ყოველ შემთხვევაში - მაღალ დონეზე", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გავრცელებული ცნობებით, ნეთანიაჰუ და ზელენსკი სამშაბათს მონაწილეობას მიიღებენ რესპუბლიკელი სენატორის, ლინდსი გრემის დაკრძალვის ცერემონიაში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG