Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაფინანსება გაუნახევრდება სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, თუ კრედიტების 80% ვერ დააგროვებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

მომდევნო სასწავლო წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება ბიუჯეტიდან, თუმცა დათქმით, რომლის შესახებაც განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია საუბრობს. 

„იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს“, - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

თუკი სტუდენტი აკადემიურ შედეგებს გაიუმჯობესებს და ჩასაბარებელი დარჩება მაქსიმუმ ერთი სალექციო კურსი, დაფინანსება სრულად აღუდგება მომდევნო სემესტრიდან.

„აქ საუბარი არ არის სწავლის შედეგებზე, აკადემიურ მიღწევებსა და ქულებზე, საუბარია მხოლოდ საკმარისი კრედიტების დაგროვებაზე. საგანში 51-ქულიანი ბარიერის დაძლევის შემთხვევაში იგულისხმება, რომ სტუდენტს კრედიტი უკვე მოპოვებული აქვს“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

„ქართული ოცნების“ „განათლების რეფორმა“

„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.

„ქართული ოცნების“ ხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ უნდა იყოს. ამ ხედვის არგუმენტით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, 92%-ით ნაკლები სტუდენტის მიღება შეეძლება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.

საერთაშორისო მკვლევრებმა და უცხოელმა პროფესორებმა დეკემბერში მოუწოდეს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას.

ყველა კრიტიკის პასუხად, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არგუმენტებს ვერ ისმენს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG