„დღეს იჰორზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი და მისი თანამზრახველი დაკავებულები არიან. მიმდინარეობს საჭირო სამართლებრივი პროცედურები. ამის შესახებ ოლექსანდრ პოკლადმა [უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი
- რთ] განაცხადა“, - დაწერა მან თავის Telegram-ის არხზე.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა „აუცილებლად უპასუხებს“ „უკრაინასა და უკრაინელ მეთაურზე თავდასხმის ამ მცდელობას“. თვითონ მკვლელობის მცდელობის ან დაკავებულების შესახებ დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა.
„ქარტია“ შეიქმნა რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ. თავდაპირველად ის მოხალისეთა დანაყოფი იყო ხარკოვის რეგიონში, მაგრამ 2023 წლის დასაწყისში ეროვნული გვარდიის რიგებში შევიდა და მე-13 ბრიგადის იქცა. 2025 წლის აპრილში ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა უკრაინის ეროვნული გვარდიის მეორე კორპუსი. „ქარტია“ უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა დანაყოფებთან ერთად, ამჟამად, სხვათა შორის, ხარკოვის ოლქში თავდაცვის ხაზის მშენებლობაშია ჩართული.
ობოლენსკი, ყოფილი სპეცრაზმელი, რომელიც დონბასში იბრძოდა, ხარკოვის რეგიონში აგრობიზნესით იყო დაკავებული. 2022 წელს ის „ქარტიის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, შემდეგ ბრიგადის მეთაური, შემდეგ კი კორპუსის მეთაური. 2026 წლის ივლისის შუა რიცხვებში ზელენსკიმ ხარკოვის ოლქის დაცვისთვის იგორ „კორნეტ“ ობოლენსკის „უკრაინის გმირის“ წოდება მიანიჭა.
ფორუმი