Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს ჟურნალისტ ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას

მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2025 წლის 6 აგვისტოს.
მზია ამაღლობელს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს 2025 წლის 6 აგვისტოს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა გმობს ონლაინგამოცემების, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელისთვის 2-წლიანი პატიმრობის მისჯას. ასე ეხმიანება წარმომადგენლობა ჟურნალისტისთვის განაჩენის გამოცხადების წლისთავს.

„მზია ამაღლობელისთვის გამოტანილი განაჩენის წლისთავზე, ევროკავშირი გმობს მის მიმართ გამოტანილ არაპროპორციულ და პოლიტიზებულ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს“, - წერია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის X-ზე.

მზია ამაღლობელის პატიმრობას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა გერმანიის საელჩო საქართველოში:

„ერთი წლის წინ ცნობილ ქართველ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ჩვენ კვლავაც შეშფოთებას გამოვხატავთ ამ განაჩენის არაპროპორციულობისა და პოლიტიზირების თაობაზე და ისევ ვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“.

მზია ამაღლობელის საქმე

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).

  • 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
  • იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. უზენაესმა სასამართლომ კი საქმე აღარ განიხილა.
  • პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა.
კატეგორიები

ფორუმი

XS
SM
MD
LG