ამის შესახებ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკისა და სურსათის მინისტრმა, ტარას ვისოცკიმ ხუთშაბათს კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იუწყება „ინტერფაქს-უკრაინა“.
„ყველაზე დიდი ვარდნა მარცვლეულზეა. მარცვლეულის ექსპორტმა 522 ათასი ტონა შეადგინა, რაც მოთხოვნის მხოლოდ 20%-ია.
ამ პერიოდში ზეთოვანი კულტურების ექსპორტმა 163 ათასი ტონა შეადგინა, მცენარეული ზეთის ექსპორტმა – 128 ათასი ტონა, ზეთოვანი კულტურების შროტის – 86 ათასი ტონა. ამ მიმართულებებით ექსპორტის ტემპი ბალანსურ მაჩვენებლებს შეესაბამება“, – ამბობს ვისოცკი.
ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ალტერნატიულ ლოგისტიკურ მარშრუტებს თავისი მოცულობით შეუძლია უზრუნველყოს ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავების პროდუქტების ექსპორტი. მარცვლეულის შემთხვევაში კი, ალტერნატიული მარშრუტები, პირველ რიგში, სასაზღვრო ოლქებიდან პროდუქციის ექსპორტისთვის გამოიყენება.
მინისტრმა დასძინა, რომ ლოგისტიკის ცვლილების გამო ტრანსპორტირების ღირებულება ტონაზე დაახლოებით 50 დოლარით გაიზარდა.
ზეთოვანი კულტურებისა და მათი გადამუშავების პროდუქტებისთვის ექსპორტის რენტაბელობა შენარჩუნებულია, მაშინ როდესაც მარცვლეულისთვის, სასაზღვრო ოლქების გამოკლებით, ის საზარალოა.
1-დან 18 აგვისტომდე პერიოდში ფერმერებმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 45%-ის ექსპორტი დუნაის გზით განახორციელეს, 45%-ის — რკინიგზით, ხოლო კიდევ 7–8%-ის - საავტომობილო ტრანსპორტით.
უკრაინული ტვირთებით დატვირთული მატარებლები, რომლებიც რუმინეთის კონსტანცას ნავსადგურისკენ მიემართებიან, გზაში ყოვნდებიან, ამასთან, უკრაინული მარცვლეულის გადატვირთვა პორტში ნარჩენი პრინციპით ხორციელდება.
აგვისტოს პირველი ორი კვირის განმავლობაში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 75%-ით შემცირდა. რუსულმა დარტყმებმა, მოსავლის აღების პიკის დროს, შავი ზღვის პორტების გავლით გადაზიდვები ფაქტობრივად შეაჩერა.
უკრაინამ აგვისტოში მარცვლეულის საჭირო მოცულობის მხოლოდ 20%-ის ექსპორტი განახორციელა – მინისტრი ვისოცკი
1-დან 18 აგვისტომდე უკრაინამ 900 ათასი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი განახორციელა, რაც შეადგენს 31%-ს იმ მოცულობისა, რომლის გატანაც ლოგისტიკაზე თავისუფალი წვდომის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი.
ფორუმი