Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სტრატეგიულ ნავთობის რეზერვებს ვენესუელური ნავთობით შეავსებს

 დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 აგვისტოს გამოაცხადა, რომ ვენესუელასთან ახლახან დადებული შეთანხმებით მიღებული ნავთობი გამოყენებული იქნება სტრატეგიული ნავთობის რეზერვის (SPR) შესავსებად, რომელიც ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა გლობალური მიწოდების შეფერხებებსა და საწვავის მაღალ ფასების გამო.
ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ რეზერვების „მაქსიმუმამდე შევსების“ პროცესი მალე დაიწყება და ვენესუელის ნავთობს უწოდა „საჩუქარი ვენესუელისგან ამერიკელ ხალხს“.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენად სწრაფად შეძლებს ვენესუელასთან დადებული შეთანხმების გზით რეზერვების ნავთობით შევსებას ან რაიმე მოკლევადიანი სარგებლის მოტანას ამერიკელი მძღოლებისთვის.
შეთანხმება, რომელიც ტრამპმა პარასკევს გამოაცხადა, მიზნად ისახავს ვენესუელის ნავთობის ინდუსტრიის აღდგენას, თუმცა მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებსა და ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სანამ წარმოება არსებითად გაიზრდება.

21 აგვისტოს მონაცემებით, რეზერვები დაახლოებით 290 მილიონ ბარელს შეადგენდა, რაც ბოლო 44 წლის მინიმუმს უახლოვდება.
შეერთებულმა შტატებმა თავისი მარაგები შეამცირა როგორც ბაიდენის, ისე ტრამპის ადმინისტრაციების დროს, საწვავის მსოფლიო წარმოებაში შეფერხებების საპასუხოდ, სხვათა შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ირანთან ომის გამო.

ვენესუელას ნავთობის უდიდესი მარაგი აქვს მსოფლიოში, მაგრამ წარმოება უჭირს სანავთობო მრეწველობის განუვითარებლობის და ნავთობის ხარისხის თავისებურების გამო.

ფორუმი

XS
SM
MD
LG