31 აგვისტოს აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი აშშ-ში გამართული დიდი ოცეულის (G20) ღონისძიების ფარგლებში რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს შეხვდა.
გამოცემა „აქსიოსი“ წერს, რომ ეს შეხვედრა იყო „ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან უმაღლესი დონის ურთიერთობის განახლების მკაფიო ნიშანი“.
უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ რუსეთის ფინანსთა მინისტრი პირველად ესწრება დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელთა შეკრებას, რამაც წარმოაჩინა აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების რუსეთთან მოპყრობის საკითხზე პოზიციებს შორის განსხვავებები.
„აქსიოსს“ აშშ-ის ხაზინის სპიკერმა განუცხადა, რომ ბესენტმა და სილუანოვმა ტრამპის უკრაინის სამშვიდობო გეგმაზე იმსჯელეს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, მოლაპარაკებები შეეხებოდა ორ ქვეყანას შორის და დიდი ოცეულის ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის საკითხებს.
ევროპელი ლიდერები არ ეთანხმებიან რუსეთთან - როგორც ნორმალურ პარტნიორთან ურთიერთობას.
„ამ დილით, პლენარულ სესიაზე ევროპელების საყურადღებოდ მკაფიოდ განვაცხადე, რომ რუსეთის ფინანსთა მინისტრთან ერთად ფოტოსთვის არ დავდგებოდი“, - განუცხადა ჟურნალისტებს გერმანიის ფინანსთა მინისტრმა ლარს კინგბაილმა.
კლინგბაილის თანახმად, ევროპელების „ერთიანმა მიდგომამ“ განაპირობა ის, რომ ტრადიციული „ჯგუფური ფოტო“ რუსეთის დელეგაციის გარეშე გადაიღეს, წერს „აქსიოსი“.
ფორუმი