Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის დროებითი ზომები შეათანხმა

სომხური გარგარის პირველი შეკვრა სიმბოლურად გადაეცა ევროკავშირს. ბრიუსელი, 23 ივნისი, 2026.
სომხური გარგარის პირველი შეკვრა სიმბოლურად გადაეცა ევროკავშირს. ბრიუსელი, 23 ივნისი, 2026.

ევროკავშირის საბჭომ სომხეთთან ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესახებ დროებითი ზომები შეათანხმა, იუწყებიან ევროპული საბჭოს ვებსაიტზე. სავარაუდოა, რომ ევროკავშირში მიწოდებული სომხური საქონლის დაახლოებით 80%-ის მიმართ გაუქმდება იმპორტის საბაჟო გადასახადები, ეს ზომა იმოქმედებს ორი წლის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ევროპარლამენტი ინიციატივას სექტემბერში დაამტკიცებს.

კერძოდ, ევროპული ტარიფები არ იმოქმედებს სომხური ახალი ბოსტნეულის, ხილისა და მცენარეების 99%-ზე, რომლებიც მანამდე რუსეთში გაჰქონდათ, ასევე სომხეთიდან იმპორტირებული სასმელებისა და ალკოჰოლის 91%-ზე.

დამტკიცებული ზომები მიზნად ისახავს ევროკავშირსა და სომხეთს შორის სავაჭრო კავშირების განმტკიცებასა და ერევნის მხარდაჭერას ქვეყნის წინააღმდეგ მოსკოვის მიერ დაწესებული ექსპორტის შეზღუდვების ფონზე, ნათქვამია პუბლიკაციაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ ევროკავშირს შეუძლია გამოიყენოს დამცავი ზომები, თუ სომხური საქონლის იმპორტი „უარყოფით გავლენას მოახდენს“ ევროპელ მწარმოებლებზე.

ადრე რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებულ რძის პროდუქტებზე, ბოსტნეულზე, ხილზე, ყვავილებზე, ალკოჰოლზე, წყალსა და თევზის პროდუქციაზე შეზღუდვები დააწესა ევროკავშირთან ქვეყნის დაახლოების გეგმების შესახებ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებების ფონზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ერევნისგან მოითხოვა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, რათა მოსკოვმა შეძლოს გაგება, თუ „როგორ განავითაროს ურთიერთობები სამომავლოდ“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG