Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის განცხადების შემდეგ მოსკოვის აეროპორტებში ფრენების ნაწილი გაუქმდა

არაერთი რეისის შესრულება გვიანდება, მათ შორის საქართველოდან დაგეგმილი ფრენები.
არაერთი რეისის შესრულება გვიანდება, მათ შორის საქართველოდან დაგეგმილი ფრენები.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ​ ზელენსკის მუქარის შემდეგ მოსკოვის სამივე საერთაშორისო აეროპორტში ფრენების ნაწილი გაუქმდა და გადაიდო. 

flightradar24-ზე მონაცემები [3 სექტემბერი 13:00 სთ] ასეთია:

შერემეტიევოს აეროპორტი

  • გაუქმდა 16 რეისი (სანქტ-პეტერბურგი, გორნო-ალტაისკი, ტომსკი, სოჭი, ომსკი, გროზნო, ეკატერინბურგი, ჩელიაბინსკი, მინერალნიე-ვოდი, მურმანსკი, ვოლგოგრადი;
  • გადამისამართდა 1 რეისი (ხაბაროვსკი).

ვნუკოვოს აეროპორტი

  • გაუქმდა 2 რეისი (სანქტ-პეტერბურგის მიმართულებით);
  • გადამისამართდა 2 რეისი (დუბაი, სტამბოლი).

დომოდედოვოს აეროპორტი

  • გაუქმდა 7 რეისი (მინერალნიე-ვოდი, სოჭი, იჟევსკი, მაჰაჩყალა, სამარა).

არაერთი რეისის შესრულება გვიანდება, მათ შორის საქართველოდან დაგეგმილი ფრენები. დედაქალაქიდან და ბათუმიდან მოსკოვში დაფრინავს Georgian Airways-ი. კომპანიაში რადიო თავისუფლებას უკრაინის პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით უთხრეს:

„მოვისმინეთ აღნიშნული განცხადება. დაველოდებით საერთაშორისო რეაქციას და სხვა დიდი ავიაკომპანიების გადაწყვეტილებას, როგორიც არის Turkish Airlines, Emirates, და შემდეგ ვიმსჯელებთ“.

1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სრულიად არაუსაფრთხო გახდება უკრაინული დრონების გამო:

„უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთისთვის - არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ამის შესახებ აუცილებელია იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ ჯეროვნად არ იუწყება, რუსეთის ცა დე ფაქტო დაიხურება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ხურავს მის ცას“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG