Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცოცხალი ამოიყვანეს ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბში ჩარჩენილი ორი ადამიანი

გვირაბიდან ორი გადარჩენილი ორი ადამიანი გამოიყვანეს.
გვირაბიდან ორი გადარჩენილი ორი ადამიანი გამოიყვანეს.

4 სექტემბერს ნეპალში, მდინარე ტრიშულის ჰიდროელექტროსადგურთან დამაკავშირებელი გვირაბიდან, ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, ცხრა დღის წინ მომხდარი წყალდიდობისა და მეწყრის შემდეგ. სტიქიამ ნეპალში 1 200-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა.

ტრიშული 3A-ს ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ამოიყვანეს უფროსი მექანიკოსი სანჯაი საჰი და მექანიკოს-ზედამხედველი კაბირ მაჰარჯანი, - ამის შესახებ ნათქვამია ნეპალის ენერგეტიკის მინისტრის, ბირაჯ ბჰაქტა შრესტას ოფისის განცხადებაში.

ენერგეტიკის მინისტრის თანაშემწემ სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ ერთ-ერთი გადარჩენილი ხელ-ფეხს ვერ ამოძრავებს, მეორეს კი კრიტიკული დაზიანებები არ აღენიშნება. ორივე მათგანი კატმანდუში, საავადმყოფოში გადაჰყავთ.

"როიტერსს" კაბირ მაჰარჯანის ძმამ, ამირ მაჰარჯანმა, განუცხადა, რომ ოჯახის წევრებს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ მიუღიათ, თუმცა მას საავადმყოფოში მისვლა სთხოვეს.

„ახალი ამბებიდან გავიგე, რომ ჩემი ძმა იპოვეს. მთელი ოჯახი ძალიან ბედნიერია“, - თქვა ამირმა.

ოფიციალური პირებისა და სამაშველო სამუშაოებში ჩართული სპეციალისტების ინფორმაციით, 26 აგვისტოს მდინარე ტრიშულის ზემო წელში მყინვარის ჩამოშლის შედეგად, მდინარის გასწვრივ მდებარე ჰიდროელექტროსადგურთან დამაკავშირებელ ექვს გვირაბებში, სავარაუდოდ, სულ მცირე, 900 ადამიანი ჩარჩა.

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კატასტროფა დაიწყო ყინულისა და ქვების მასშტაბური ჩამოშლით ნეპალში, მწვერვალ ლანგტანგ-ლირუნგის ჩრდილოეთ კალთებზე. ზვავი მდინარე ლხენდე-კჰოლაში ჩამოწვა, რამაც წყალდიდობა გამოიწვია.

ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია მეცნიერებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ წყალდიდობა გამოიწვია „მყინვარების არასტაბილურობამ გლობალური დათბობის გრძელვადიანი შედეგების გამო“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG