დაშავდა შვიდი ადამიანი, განაცხადა ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა.
როგორც იზიუმის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციაში დააზუსტეს, მატარებელი „ხარკოვი-იზიუმის“ მარშრუტით მოძრაობდა. დილის 10 საათისთვის, სადგურ „ისკრასთან“, რუსეთის „შაჰედი“ შემადგენლობის უკანა ნაწილს შეეჯახა. ვაგონებს ცეცხლი გაუჩნდა, ადგილზე მივიდა სახანძრო რაზმი.
რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე რეგულარულად ესხმის თავს მატარებლებს. 7-8 სექტემბრის ღამეს სუმის ოლქში უპილოტო აპარატის იერიში განხორციელდა სამგზავრო მატარებელ „კიევი-სუმის“ ლოკომოტივზე. მოხდა მგზავრების ევაკუაცია. 8 სექტემბრის განმავლობაში ცნობილი გახდა კიდევ ორ მატარებელზე დარტყმის შესახებ. სუმის ოლქში თავს დაესხნენ საგარეუბნო დიზელ-მატარებელს, მგზავრებს შორის არიან დაჭრილები. ასევე იერიში მიიტანეს მატარებელზე „დნეპრი-ზაპოროჟიე“, რის შედეგადაც დაიღუპა გამცილებელი ქალი, იტყობინება „უკრაინის რკინიგზა“.
ფორუმი