Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კინოფესტივალზე გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

ლალეჰ მარზბანი საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოსთან ერთად ფილმისთვის „Falling House“ ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, 2026 წლის 12 სექტემბერი
ლალეჰ მარზბანი საუკეთესო მსახიობი ქალის ჯილდოსთან ერთად ფილმისთვის „Falling House“ ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, 2026 წლის 12 სექტემბერი

დასრულდა ვენეციის კინოფესტივალი - ერთ-ერთი მთავარი მოვლენა კინემატოგრაფის სამყაროში. 12 სექტემბერს, საღამოს, გაიმართა საუკეთესო ფილმების დაჯილდოების ცერემონია.

გრან-პრი მიენიჭა დანიურ ფილმს "ქალი უცნობია", მაი ელ-ტუკის რეჟისორობით. ფილმის მოქმედება ხდება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მალევე. მთავარი გმირი - ახალგაზრდა შინამოსამსახურე - დაქორწინების წინადადებას მიიღებს იმ სახლის მდიდარი მფლობელისგან, სადაც მუშაობს. ქალი საიდუმლოს დაატარებს, ოკუპაციის პერიოდში მას გერმანელ ჯარისკაცთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა - და ეს ისტორია მის მომავალს უქმნის საფრთხეს.

"ვერცხლის ლომი" ერგო სამხრეთ კორეელ რეჟისორს, ლი ჩან დონს ფილმისათვის "შესაძლო სიყვარული" - რომელიც ასახავს მდიდარი და ღარიბი ოჯახების შეხვედრის დრამატულ ამბავს. რუსული წარმომავლობის რეჟისორმა, ილია ხრჟანოვსკიმ "ვერცხლის ლომი" მიიღო საუკეთესო რეჟისურისთვის, ფილმით "დაუ" - ანტიუტოპიით საბჭოთა ფიზიკოსის, ლევ ლანდაუს ცხოვრების გარშემო. ხრჟანოვსკიმ - რომელმაც რუსულ პასპორტზე უარი თქვა პროტესტის ნიშნად - პრემია უკრაინას მიუძღვნა.

საუკეთესო კაცი მსახიობის ჯილდო მიენიჭა ჯონ მალკოვიჩს, CIA-ის ხანდაზმული აგენტის როლისათვის ფილმში "ველური ცხენი ნომერი ცხრა", საუკეთესო ქალი მსახიობის პრემია მიიღო მატილდა არსელმა - მთავარი როლის შემსრულებელმა გრან-პრის მფლობელ ფილმში "ქალი უცნობია".

კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის "ოქროს ლომი" გადაეცა მსახიობ ჯორჯ კლუნის.

ჟიურიმ საგანგებო პრიზით აღნიშნა ისრაელელი რეჟისორების, იუვალ აბრაჰამისა და რახელ შორის დოკუმენტური ფილმი "NAZA", რომელიც ისრაელის მიერ ღაზაში წარმოებულ ომს ასახავს. რეჟისორები ისრაელელ სამხედროებს და დაზვერვის მუშაკებს ეკითხებიან რას აკეთებდნენ ღაზაში, როგორი იყო მათი დამოკიდებულება სამოქალაქო მსხვერპლის მიმართ, რა შეცვალა ამ გამოცდილებამ მათ მსოფლმხედველობაში. პრემიერის შემდეგ NAZA-ს აუდიტორია 25 წუთის განმავლობაში აგრძელებდა ოვაციას.

ეს ფილმი, რომელიც მოიცავს 24 ანონიმურ ინტერვიუს, ისრაელის არმიას ადანაშაულებს მასობრივი მსხვერპლის სისტემურად გამოწვევაში ღაზის სამოქალაქო მოსახლეობას შორის. ისრაელი ამ ბრალდებას უარყოფს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG