„თქვეს, რომ პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯები იყო არაკეთილსინდისიერად გაწეული და აქედან თითქოს მოიპარეს ფული. პირველადი მონაცემებით, გამოყოფილი იყო სამი მილიონი ლარი, საიდანაც მხოლოდ 722 ათასი დაიხარჯა, იქ ვიღაცას ფულის მოპარვა რომ სდომოდა, 3 მილიონსაც კარგად აითვისებდა. ეს არის პირველადი ინფორმაცია. კიდევ უფრო მეტად ჩავყვები და დეტალურ ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით წარვუდგენთ საზოგადოებას“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.
- საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 141-ე პატრიარქი, ილია II 17 მარტს მრავალპროფილურ კლინიკაში 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს.
- დაკრძალვის ღონისძიების ორგანიზებაში ჩართული იყო კულტურის სამინისტრო, რომელსაც იმ დროს თიკა რუხაძე ხელმძღვანელობდა.
- 28 ივლისს თიკა რუხაძე გადადგა. მან თქვა, რომ გადაწყვეტილება „ჯანმრთელობის მიზეზის“ გამო მიიღო;
- 13 სექტემბერს „TV პირველმა“ მოამზადა მასალა, რომელშიც ამ დღეს გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით კითხვები დასვა.
ფორუმი