Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიაში სამხედრო აეროდრომთან აღმოაჩინეს დრონის ნამტვრევები

სამხედრო აეროდრომი ვუნსტორფი, გერმანია
სამხედრო აეროდრომი ვუნსტორფი, გერმანია

გერმანიაში, ჰანოვერთან ახლოს აღმოაჩინეს ჩამოვარდნილი დრონის ნამტვრევები.

ტელერადიოკომპანია NDR-ის ცნობით, დამტვრევები ნაპოვნია ტბა შტაინჰუდერთან ახლოს. პოლიციამ აღმოჩენის შესახებ ინფორმაცია 14 სექტემბერს მიიღო და არეალში განაგრძობს აპარატის სხვა ნაწილების ძებნას.

გამოცემა Bild-ი იუწყება, რომ ჩამოვარდნის ადგილი დაახლოებით კილომეტრითაა მოშორებული ვუნსტორფის სამხედრო აეროდრომისგან, სადაც ბაზირებულია გერმანიის საჰაერო ძალების კუთვნილი, Airbus A400M-ის თვითმფრინავები.

ჯერჯერობით გაურკვეველია ვის ეკუთვნოდა დრონი და რატომ აღმოჩნდა ის საბრძოლო ობიექტის რაიონში. პოლიცია გამოძიებას განაგრძობს.

აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტში იპოვნეს რანდენიმე დრონი, ერთ-ერთი მათგანი ასაფეთქებელ ნივთიერებას შეიცავდა და იმყოფებოდა უკრაინის სატრანსპორტო თვითმფრინავის, საბრძოლო მასალებით დატვირთული Ан-124-ის-ის სიახლოვეს.

1 სექტემბერს გერმანიის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ლაიფციგში დივერსიის მოწყობის მცდელობაზე პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთს. გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული აცხადებდა, რომ დრონის კონსტრუქცია, მისი ნაწილები, ასაფეთქებელი ნივთიერებები და დეტონაციის სისტემები სრულად ემთხვევა ნიმუშებს, რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ ომსა და სხვა ჰიბრიდულ ოპერაციებში.

ინციდენტის შემდეგ გერმანიამ გადაწყვიტა დაეხურა რუსეთის გენერალური საკონსულო ბონში და რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის სახლი ბერლინში.

ფორუმი

XS
SM
MD
LG