Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში 25 პატიმარი გაათავისუფლეს აშშ-ის მიერ სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულებთან ერთად ბელარუსი-ლიეტუვის საზღვართან. 2026 წლის 16 სექტემბერი
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ჯონ კოული ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულებთან ერთად ბელარუსი-ლიეტუვის საზღვართან. 2026 წლის 16 სექტემბერი

ბელარუსის ხელისუფლებამ კიდევ 25 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა აშშ-ის ძალისხმევის შედეგად. მათი გათავისუფლების შესახებ აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კოულმა 16 სექტემბერს გამოაცხადა მინსკში გამართული მოლაპარაკების შემდეგ. წინა დღეს კოული ბელარუსის ავტორიტარ მმართველ ლუკაშენკას შეხვდა.

კოულმა ამ ნაბიჯისთვის მადლობა გადაუხადა პრეზიდენტ ლუკაშენკას და მხარდაჭერისთვის - ლიეტუვას. ბელარუსის საპატიმროებიდან გათავისუფლებულები ლიეტუვამ მიიღო.

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის თანახმად, გააგრძელებენ აშშ-ბელარუსის ურთიერთობების გაუმჯობესებას და კვლავაც მუშაობენ უახლოეს ხანში მეტი ადამიანის გასათავისუფლებლად.

25 პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა ბელარუსის ორ კომპანიას, „ლაკოკრასკას“ და „ბელლესბუმპრომს“.

15 სექტემბერს კოულთან შეხვედრისას ლუკაშენკამ ისევ განაცხადა, რომ ბელარუსში პოლიტიკური ნიშნით არავის დევნიან.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, 16 სექტემბრის მდგომარეობით, უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრადაა აღიარებული 912 ადამიანი.

ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა ბელარუსისთვის, მისი ხელისუფლების არადემოკრატიული და ადამიანის უფლებების შემლახველი ქმედებებისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ მიაღწია 650-მდე პატიმრის გათავისუფლებას.




ფორუმი

XS
SM
MD
LG