Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ლაშა მაღრაძე სუსის უფროსის პირველი მოადგილე იყო.
ლაშა მაღრაძე სუსის უფროსის პირველი მოადგილე იყო.

ლაშა მაღრაძე, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ავრცელებს უწყების პრესსამსახური.

მაღრაძემ კარიერა 2002 წელს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში" მუშაობით დაიწყო, წინა ხელისუფლების დროს ის სხვადასხვა უწყებაში მუშაობდა:

  • 2004-2005 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთდახმარების სამმართველოს უფროსი;
  • 2005 წელს - საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი;
  • 2006-2007 წწ. - "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) პენიტენციური სისტემის რეფორმის მონიტორინგის პროექტის კოორდინატორი;
  • 2007-2008 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტის დასავლეთ საქართველოს სააღსრულებო წარმოების სამმართველოს უფროსი;
  • 2008-2010 წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
  • 2010-2013 წწ. - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი;
  • 2013-2018 წწ.- სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორი;
  • 2019-2020 წწ. - საქართველოს გენერალური პროკურატურის პროფესიული განვითარებისა და კარიერის მართვის სამმართველოს მრჩეველი;
  • 2022-2025 წწ. - შპს „სამართლის ინოვაციური სკოლის“ დამფუძნებელი/მმართველ პარტნიორი;
  • 2024-2025 წწ. სს „ჯინო ჰოლდინგის“ პრეზიდენტის თანაშემწე;
  • 2025 წლის თებერვლიდან აპრილამდე - სპორტის მინისტრის მოადგილე;
  • 2025 წლის აპრილიდან ოქტომბრამდე - საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე;
  • 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე - სუსის უფროსის პირველი მოადგილე.

იუსტიციის სამინისტროში მისი გადასვლა დროში დაემთხვა სუსის ახალ უფროსად თამაზ ბორაშვილის დამტკიცებას. ბორაშვილი მანამდე უფროსის მოადგილე იყო.

ლაშა მაღრაძე უწყებაში მამუკა მდინარაძის ხელმძღვანელობის დროს მივიდა. მდინარაძემ თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილში დატოვა - ამის მიუხედავად, მაღრაძე თანამდებობას ინარჩუნებდა გელა გელაძის უფროსობის დროსაც.

ფორუმი

XS
SM
MD
LG