„ილაპარაკოს, რაც უნდა - ეს ნებისმიერი პატიმრის უფლებაა, საქართველოში დემოკრატია და სიტყვის თავისუფლება უზრუნველყოფილია - ჩვენი ხელისუფლება იმდენად სუფთად მუშაობს, რომ ასეთ საუბრებსა და სპეკულაციებს შედეგი არასდროს არა აქვს... თუ რაიმე გაინტერესებთ, დაელოდეთ“, - თქვა კობახიძემ.
მას ასევე ჰკითხეს, ხელისუფლებას დისკომფორტი შეექმნა თუ არა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის წერილებით.
„რა თქმა უნდა, ღარიბაშვილმა ჩვენს გუნდს დისკომფორტი შეუქმნა, რომ კორუფციის ბრალდებით მას ციხეში წასვლა მოუწია. ეს დისკომფორტია, რომელიც მან გუნდს შეუქმნა და რა თქმა უნდა, უმჯობესი იქნებოდა, რომ მას წარსულში ასეთი საქმიანობა არ ჰქონოდა. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ნაკლები დისკომფორტი იქნებოდა“, - უპასუხა მან.
- გუშინ, 16 სექტემბერს, სუსის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს კორუფციული ბრალდებისთვის;
- 5-წლიან პატიმრობაშია ირაკლი კობახიძის წინამორბედი, ირაკლი ღარიბაშვილი - მან კორუფციული დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაფორმდა;
- 17 აგვისტოს - მას შემდეგ, რაც მან შეიტყო, რომ კიდევ ერთი ბრალის წაყენებას უპირებდნენ, ღიად დაუპირისპირდა ხელისუფლებაში მყოფ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებს;
- 24 აგვისტოს დილას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ახალი, კორუფციის შესახებ ბრალდება პირადად წარუდგინეს, რაც 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს - გამოძიების თანახმად, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, კორუფციისთვის მსჯავრდადებული ჯუანშერ ბურჭულაძის ჩვენებით, მან გორის სამხედრო ჰოსპიტლის ტენდერში გამარჯვებული ბიზნესმენისგან, ზურაბ ტუკვაძისგან ქრთამად მიღებული 1,5 მილიონი ლარიდან 750 000 ლარი რამდენიმე ეტაპად „ქეშად“ პირადად გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.
ფორუმი