Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა მატარებელს დაარტყა ხარკოვის ოლქში, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა

რუსეთის დარტყმის შედეგები ხარკოვის ოლქში. 18 სექტემბერი, 2026.
რუსეთის დარტყმის შედეგები ხარკოვის ოლქში. 18 სექტემბერი, 2026.

რუსეთის სამხედროებმა დარტყმა განახორციელეს სამგზავრო მატარებელზე ხარკოვის ოლქში. ამის შესახებ განაცხადა სს „უკრზალიზნიციას“ გამგეობის თავმჯდომარემ ოლექსანდრ პერცოვსკიმ.

მისი თქმით, ევაკუაციის ჩასატარებლად მატარებელი გააჩერეს. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა ორი ადამიანი, რომლებიც არ გაჰყვნენ მატარებლის ბრიგადას, დარჩნენ ბაქანზე და სერიოზული დაზიანებები მიიღეს. ინფორმაცია წინასწარია. შემთხვევის ადგილზე გაემართნენ მაშველები და მედიკოსები, დასძინა მან.

პერცოვსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრები უნდა დაემორჩილონ მატარებლის ბრიგადის მითითებებს - ეს არის „ვერაგული მტრული დარტყმებისგან გადარჩენის შესაძლებლობა“.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეჰუბოვმა მოგვიანებით დააზუსტა, რომ ნოვოვოდოლაგის რაიონში ელექტრომატარებელზე უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმის შედეგად დაიღუპა 40 წლის მამაკაცი, ხოლო დაშავდა შვიდი ადამიანი.

Politico-ს მონაცემებით, სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის სამხედროებმა დააზიანეს ან გაანადგურეს 500-ზე მეტი ლოკომოტივი. მათგან 60%-ზე მეტს დაარტყეს ბოლო რვა თვის განმავლობაში. გამოცემის ცნობით, უკრაინის რკინიგზა თვეში კარგავს 37-დან 40-მდე ლოკომოტივს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღიარებს, რომ დარტყმებს აყენებს მატარებლებს და ამ თავდასხმებს უკრაინის ლოგისტიკის განადგურების სტრატეგიის ნაწილს უწოდებს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG