DDoS-ის ტიპის თავდასხმები გულისხმობს სისტემის ინტერნეტ-ტრაფიკით გადატვირთვას, რათა მან ნორმალურად ფუნქციონირება ვერ შეძლოს.
„გასული პერიოდის განმავლობაში, რუსეთში უშუალოდ საარჩევნო პროცესში ჩართული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ DDoS-თავდასხმების 1 000-ზე მეტი ტალღა დაფიქსირდა“, – მოჰყავთ რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ელა პამფილოვას სიტყვები.
რუსეთში 20 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები მთავრდება.
450-წევრიან სახელმწიფო დუმას პროპორციულ-მაჟორიტარული სისტემით ირჩევენ.
კენჭისყრაში მონაწილეობს 10 პარტია. არჩევნებში მონაწილე პარტიებს შორის არცერთი არ წარმოადგენს ხელისუფლების რეალურ ოპოზიციას.
ფორუმი