ბერლინში, წინასწარი მონაცემებით, საუკეთესო შედეგი, თითქმის 25 პროცენტი, აქვს „მემარცხენეებს“ (Die Linke), რომელსაც დიდი დანაკარგით ჩამორჩება გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU). მას წინა არჩევნებთან შედარებით, დედაქალაქში 9 პროცენტით ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა ხმა.
„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) მესამე ძალაა დედაქალაქში, 16-ზე ოდნავ მეტი პროცენტით.
ბერლინელების ადრინდელზე მეტი რაოდენობა მიიმხრეს “მწვანეებმა”, მათ 14-პროცენტიანი შედეგი აქვთ.
გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ კვირას ჩატარებულ რეგიონულ არჩევნებში მორიგი გამარჯვება იზეიმა.
„ჩვენ ვართ უძლიერესი ძალა და მივაღწიეთ მოსახლეობის ფართო მასებს“, - განაცხადა AfD-ს თანათავმჯდომარემ, ალისა ვაიდელმა, მას შემდეგ, რაც მეკლენბურგ-წინა პომერანიის შტატის პირველი შედეგები გახდა ცნობილი.
AfD-მ ბალტიის ზღვის მიმდებარე ამ მხარეში 38 პროცენტზე მეტი მოაგროვა. მხარის ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, მანუელა შვეზიგის მემარცხენე-ცენტრისტულ „სოციალ-დემოკრატიულ პარტიას“ (SPD) ამომრჩევლის დაახლოებით 35 პროცენტმა დაუჭირა მხარი.
მიუხედავად ამისა, სავარაუდოა, რომ შვეზიგი თანამდებობაზე დარჩება, რადგან მისი SPD-ს სამპარტიული კოალიცია ორ სხვა მემარცხენე პარტიასთან, „მწვანეებთან“ და უკიდურესად მემარცხენე „მემარცხენეებთან“ ერთად უმრავლესობის მთავრობას შექმნის.
კანცლერის, ფრიდრიხ მერცის პარტიამ ამ რეგიონში სასტიკი მარცხი განიცადა.
ფორუმი