აზერბაიჯანის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი დღეს, 23 სექტემბერს გამოქვეყნდა პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.
- ბოლო დღეებში, როცა ევროკავშირში განიხილებოდა სანქციების მოხსნა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის, ალიშერ უსმანოვისთვის, რასაც სლოვაკეთთან ერთად საფრანგეთიც მოითხოვდა, გამოცემა Financial Times-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა, რომ პარიზის გადაწყვეტილების მოტივია მისი მცდელობა, გაათავისუფლოს აზერბაიჯანში დაკავებული საფრანგეთის მოქალაქეები, რასაც შესაძლოა, ხელი უსმანოვმა შეუწყოს. ბაქოში ეს უარყვეს.
- საფრანგეთმა უსმანოვისთვის სანქციების მოხსნის მოთხოვნის მიზეზის განმარტებაზე უარი თქვა და მხოლოდ ის განაცხადა, რომ უკავშირდება „ეროვნული უსაფრთხოების კონკრეტულ პრობლემას“.
- 22 სექტემბერს ევროკავშირმა სანქციები მოუხსნა ალიშერ უსმანოვს და კიდევ ერთ ოლიგარქს, მიხაილ ფრიდმანს.
- საფრანგეთის მოქალაქე, კომპანია Mercorama-ს გენერალური დირექტორი მარტენ რაიანი აზერბაიჯანში 2023 წლის დეკემბერში დააკავეს საფრანგეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. რაიანი ამას უარყოფდა.
- 2026 წლის მარტში აზერბაიჯანის სასამართლომ მარტენ რაიანი დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
აზერბაიჯანისა და საფრანგეთის ურთიერთობა გაუარესდა მას შემდეგ, რაც პარიზმა ყარაბაღის კონფლიქტში მხარი ერევანს დაუჭირა. სომხეთმა დაიწყო საფრანგეთისგან ჯავშანტექნიკის შეძენა, პარიზმა კი დაადასტურა მზადყოფნაც სომხეთისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მისაწოდებლად.
ფორუმი