კომპანიის ცნობით, შეზღუდვა უკავშირდება თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კილომეტრზე, მდინარე არაგვზე ახალი ხიდის მშენებლობას. პროექტის ფარგლებში წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო, რომლის მოქმედ ქსელთან დასაკავშირებლადაც აუცილებელია მაგისტრალის წყლისგან დაცლა.
სამუშაოები 26 სექტემბერს, 03:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად ჩატარდება.
წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ნუცუბიძის ქუჩის ნაწილსა და მიკრორაიონებს, ჟღენტის, შავგულიძის, მინდელის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, მხატვართა, ძოწის, ფერმწერთა, ვარაზის, თვალჭრელიძის, ბანძელაძის, ზარწემის, ტაბიძის, ქვემო აჟარის, კაპანელის, ზაალიშვილის, აფხაიძის, კვაჭაძის, ბიწაძის, კედარის, საშა იოსელიანის, წმინდა მოწამე ვასილისკოს, ანჯაფარიძის, ნადირაძის, შავიშვილის, მამასახლისოვის, თოფურიას, პიკასოსა და ქავთარაძის ქუჩებს, უნივერსიტეტისა და დანელიას ქუჩების ნაწილს.
შეზღუდვა შეეხება ასევე სოფელ თხინვალის, სოფელ ლისს, აკაკი გელოვანის ქუჩას.
სოფელ დიღომში: ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგის, უგრელიძის, სვეტიცხოვლის, მაღალაძეების, ჩოხელის, ყურაშვილის, შარაშიძის, სარიშვილის, სოლოღაშვილის, ანდრონიკაშვილის, შერმადინის, ხატაეთის, ზუტნერის, ბარონდებაის, გიორგი ბრწყინვალის, აღმაშენებლის, ხანძთელის, ჭიაურელის, თოფჩიშვილის, რუსთაველის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის, დიდგორის, ათონელის, ჩოლოყაშვილის, ბარათაშვილის, წერეთლის, გურამიშვილის, გოგებაშვილის, წმინდა ელენე და კონსტანტინეს, კავთას, თეოდორე ტირონის, ბერი გობრონის, ზ. სარაჯიშვილის, ვაჩეიშვილის, მირიანაშვილის, თეთრი გიორგის, ჩარგალეთის, იოაკიმ და ანას ქუჩებს; ეკლესიის უბანს; ფარნავაზის N18, N20, N22, N24 და N26-ს; შეყლაშვილის, პეტრიწის N2ბ, ნიკო ბურის N25, თინათინისა და შმერლინგის ქუჩებს.
ასევე: სოფელ ძველ ვეძისს, დიღომი 7-ს, მუხრან მაჭავარიანის, პეტრე სარაჯიშვილის, კვანტალიანის, გოძიაშვილის ქუჩებს, გელოვანის გამზირს, მოციქულთასწორის ნინოს, ისიდორე დოლიძის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხისა და გოგიშვილის ქუჩებს.
წყალი შეეზღუდება დიღმის მასივის I კვარტალს მთლიანად, გარდა N10, N11 და N12 კორპუსებისა, სოფელ დიღომს და ვაშლიჯვრის დასახლების 2ა, 3ა, 4 და 4ბ ზონებს.
ვაკის რაიონში: ვაჟა-ფშაველას I, II, III, IV, V, VI და VII კვარტლებს; ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირების ნაწილს; მარგიანის, ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, თავაძის, მიქელაძის, გამრეკელის, გურიელის, ნადარეიშვილის, დელისის I, II და III ქუჩებს, ჯებაშვილის, მეგრელიძის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ზალდასტანიშვილების, ჩიქოვანისა და ალასანიას ქუჩებს; ასევე ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილისა და ასათიანის ქუჩების ნაწილს.
გლდანის რაიონში, ზაჰესის დასახლებაში: წინამძღვრიშვილის, ჭიჭინაძის, თავისუფლების, კეცხოველის, მაყაშვილის, ცქიტიშვილის, ყაზბეგის, ავჭალის, ზინკარის, მუხათგვერდისა და რეაქტორის ქუჩებს.
წყალმომარაგება ასევე შეეზღუდება ქალაქ მცხეთას, სოფელ ნატახტარს, სოფელ წიწამურსა და წეროვნის დევნილთა დასახლებას.
GWP-ის განცხადებით, სამუშაოების დასრულებამდე და წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე მოსახლეობას სასმელი წყალი ცისტერნებით მიეწოდება.
- ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ 1973 წელს აშენებული არაგვის ხიდი დაზიანებული იყო და მისი რეაბილიტაცია სრულ აღდგენას ვერ უზრუნველყოფდა, ამიტომ არსებული ხიდის გვერდით ახლის აშენება გადაწყდა.
ფორუმი